არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და გაყალბების სქემა | ორგანიზაციის "ჩემი ხმა" წევრებმა დიპლომატებს მტკიცებულებები წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და გაყალბების სქემა -  ორგანიზაციის "ჩემი ხმა" წევრებმა საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს მტკიცებულებები წარუდგინეს. 

სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს ინფორმაცია საარჩევნო კომისიებში წარდგენილ საჩივრებსა და დარღვევებთან დაკავშირებით. წარმოადგინეს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებიც. 

ორგანიზაციის წევრების თქმით, ამ ეტაპზე, დიპლომატები არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას არ ჩქარობენ და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. როგორც დიპლომატები ამბობენ, მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება და მნიშვნელოვანი რესურსი იქნება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი