"იყო საუბარი საერთაშორისო გამოძიებაზეც" | ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

"იყო საუბარი საერთაშორისო გამოძიებაზეც", - ამის შესახებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ. 3 პროევროპული პარტიის წარმომადგენელმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

კონსულტაციები დახურულ ფორმატში დაახლოებით ორ საათს მიმდინარეობდა. ადგილზე 14 საელჩოს წარმომადგენელი და 6 ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ NATO- ს  სამეკავშირეო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და IRI-ის სადამკვირვებლო მისიაც. 

"აქ იყო ანგარიში, იყო პრეზენტაცია, სლაიდებზე, დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის სტატისტიური ანალიზის. ეს ყვეალფერი იყო დარიგებული დაბეჭდილის სახით. საუბარი იყო ძირითადად ამ საკითხებზე. ასევე კითხვები დაისვა პროტესტთან დაკავშირებით. რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ქუჩის აქციები იქნება. როგორც წავა პროცესი, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს იქნება უწყვეტი თუ ყოველ მეორე დღეს, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამას მერე დაინახავენ. საერთაშორისო გამოძიებაზე იყო საუბარი. დისკუსია იყო, რა ტიპის მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული და განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნებში გამოყენებული პრაქტიკები. აქ ვინც ესწრებოდა, არცერთი ამათი ქვეყნის მთავრობას ლეგიტიმურობა არ უღიარებია. ამათ რამე განსხვავებული აზრი არ აქვთ, ესენი არიან საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

"კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, იმას რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს - "ქართული ოცნების" სახით და არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში. რა პოზიციები აქვთ, საერთაშორისო პარტნიორებს ეს სრულიად ცხადია მათი საჯარო განცხადებებიდან, სადაც მხოლოდ 9 ქვეყანა აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და რეალურად ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია. ამ 9 ქვეყნიდან სამი არის რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა, რომლებიც ამ არჩევნების შედეგებს აღიარებენ, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული. ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ წარვუდგინეთ მათ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომელიც ყოველდღიურად შემოდის. მე დაგპირდით, რომ ყველა ჩვენი თითოეული ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებთ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად. არ ჩერდება მუშაობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით, ხვალ ზეგ და მაზეგ. იმიტომ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი