ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის | მზადება 4 ნოემბრის აქციისთვის

გამოქვეყნდა:

ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ორშაბათიდან ქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ მოედანზე, ისევ ბევრი ხალხი ამ ქვეყნის მომავლის დასაცავად ერთიანდება. პირველად საქართველოს ისტორიაში, საპროტესტო აქციაზე ქართველი ხალხის ხმების დასაცავად ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები იდგებიან.

პერმანენტული საპროტესტო აქციები ორშაბათიდან დაიწყება, ასეთია ხალხის დაკვეთა პროდასავლური ოპოზიციის მიმართ და ასეთია საქართველოს მოქალაქეების ნება. საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი მზადაა, ამ ქვეყნის ისტორიული მიზნის მისაღწევად იქამდე იბრძოლოს, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება. 

საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე მუშაობს პროდასავლური ოპოზიცია, ლიდერები ერთმანეთთან და პრეზიდენტთან მუდმივ კოორდინაციაში არიან და ამბობენ, რომ როცა დიქტატორული რეჟიმი დემოკრატიას კლავს, სახალხო დემოკრატიის დრო დგება, ანუ პროცესი ქუჩაში ინაცვლებს, სადაც ისტორიულად დემოკრატია თავიდან იბადება. 

დღეს ითქვა, რომ საპროტესტო აქცია ორშაბათს არ დაიშლება და პროტესტი მიიღებს სხვადასხვა ფორმას, არ არის გამორიცხული ცენტრალურ გამზირზე კარვები დაიდგას, გადაიკეტოს გზები და მოქალაქეებმა პროტესტი სხვადასხვა კანონიერი გზით გამოხატონ. ამ გადაწყვეტილებებს აქტივისტებიც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ორშაბათს იმის მიხედვით მიიღებენ, როგორც პროცესი წარიმართება. საპროტესტო აქციები იქნება ევროპის დიდ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან.

რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც "ქართული ოცნების" ხელით შესრულდა და რომლის მიზანიც, ხალხის ნების ტოტალური გაყალბება იყო ცხადია, ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ბუნებრივი პროტესტი მოჰყვა. ამ პროტესტში ერთიანია ყველა - ხალხი, პროდასავლური ოპოზიცია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი