"რუსული კუდი" | არჩევნების გაყალბების სქემა და "ოცნების" საარჩევნო ანომალიები

გამოქვეყნდა:

"რუსული კუდი" - ასე უწოდებენ იმ ანომალიებს, რომლითაც ივანიშვილის გუნდმა 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა. გაშიფრულია სქემა, რომელიც 2020 წელს აქტუალური იყო რუსეთშიც.სადამკვირვებლო მისია - გოლოსი, "მთავარი არხის" პარტნიორი ჰარის იქსი და ფორმულას პარტნიორი ედისონ რისერჩი ცალსახად ადასტურებენ, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები აუხსნელია. ამ ორგანიზაციების კვლევებზე უკვე საერთაშორისო მედიაც საუბრობს.

 მაშინ როცა არჩევნები დემოკრატიულ პირობებში მიმდინარეობს, ხმის შედეგები ზარის ფორმას უნდა მიყვებოდეს, იმ შემთხვევაში თუ გრაფიკაში კუდის ფორმა გამოჩნდება - ეს სავარაუდო მანიპულაციებზე მიუთითებს. გარდა ამისა, სქემით დგინდება, რომ სადაც მაღალი იყო აქტივობა,  ოცნებას ასეთ უბნებში ჰქონდა მაღალი შედეგი

"მთავარი არხისთვის" ჩატარებულ კვლევაში, ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაცია ჰარის იქსმა საქართველოს მასშტაბით 12 000 ადამიანი გამოკითხა.  ორგანიზაციის მკლევარი სტატისტიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს და ამბობს,რომ  მხოლოდ 27 საარჩევნო ოლქის მონაცემების გაანალიზების შემდეგ , აუხსნელია საიდან მოვიდა 172 ათასით მეტი ხმა.  ცესკოს მიერ დაწერილ ციფრს არ ეთანხმება  გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩი“.  რომელმაც სოციოლოგიური გამოკითხვა „ტელეკომპანია ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.  

ჰარის იქსის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას იყენებს საერთაშორისო მედია. ბრიტანულმა გავლენიამ გამოცემამ  გარდიანმა და როიტერსმა გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც წერია, რომ ცესკოს მიერ დაწერილი შედეგები შეუსაბამობაში მოდის  ეგზიტპოლების შედეგებთან და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს პროტესტი მოჰყვა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი