"სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა" | ლევან იოსელიანს გიორგი ბურჯანაძე პასუხობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებას სახალხო დამცველის მანდატი არ ითვალისწინებს. მისი წინამორბედის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში პასუხობს.

"სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა.

ეს უფლებამოსილება ერთადერთია რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში დანარჩენი ორგანულ კანონშია

საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა" - წერს გიორგი ბურჯანაძე.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ვერ იმსჯელებს, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, რადგან სახალხო დამცველი არჩევნებს არ აკვირდებოდა.

„ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას“, - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე
"ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს "კარუსელებზე"... | სახალხო დამცველმა გაყალბებული არჩევნებიდან მე-6 დღეს დუმილი დაარღვია

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი