"ოცნება" საარჩევნო დარღვევებს არ აღიარებს | სადამკვირვებლო მისიები საოლქო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 652 საჩივრის განხილვა ისე დასრულდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მათი უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. ცესკომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ წარდგენილ ასეულობით საჩივარში ასახული დარღვევები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას, მათზე ზეწოლას და ხმის მიცემის ფარულობის უხეშ დარღვევას გულისხმობს,  არ აღიარა. საჩივრების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები  დავების გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ და არ გამორიცხავენ რომ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მოჰყვეს გაგრძელება.

სადამკვირვებლო კოალიციამ "ჩემი ხმა" 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს. გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სადამკვირვებლო მისია საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებს.

"არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა და ამ 246 უბნიდან არცერთი არ გაბათილებულა. განხილვები მიმდინარეობდა სრულიად ცინიკურ გარემოში. რეალურად ეს არ იყო სამართლებრივი მსჯელობა და არგუმენტების განხილვა. საოლქო კომისიებმა აბუჩად აიგდეს მოპოვებული მტკიცებულებები და უგულებელყვეს. "- აცხადებს პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი ნინო ლომჯარია.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები შეიტანეს ასევე ოპოზიციის ნაწილმა და დავა მათი მხრიდანაც გაგრძელდება. "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლების შეფასებით კი  საჩივრებს მიზანშეწონილობა არ აქვს, რადგან არჩევნები სრულად არის ფალსიფიცირებული და გაყალბებული.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი