აქციები გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ | საპროტესტო გამოსვლა თბილისში, ევროპისა და აშშ-ის 8 ქალაქში დაანონსდა

გამოქვეყნდა:

არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო პროდასავლური ოპოზიცია ქუჩის აქციებს იწყებს. ორშაბათს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირი მასშტაბური პროტესტის ეპიცენტრი კიდევ ერთხელ გახდება. აქცია სამი პროდასავლური გაერთიანების: "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობის" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა დააანონსეს.

მიტაცებული ხმების გასაპროტესტებლად  იკრიბებიან ემიგრანტებიც ევროპისა და აშშ-ის 8 ქალაქში. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ხმები მიიტაცა. ემიგრანტების განცხადებით ისინი საქართველოში რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებსთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

"ემიგრაციაში, კერძოდ გერმანიაში, შევიკრიბეთ ქართველობა, ემიგრანტები, რათა საქართველოში გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები გავაპროტესტოთ. რუსული რეჟიმი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა ქართველ ხალხთან. ნამდვილი არჩევნები იყო სწორედ ის, რაც ჩატარდა ემიგრაციაში.  80% აიღო ქართველმა ხალხმა. დროა,  "ქართული ოცნება" სახლში წავიდეს. ემიგრანტები საქართველოს ოპოზიციას, ქართველ ხალხს, ერთიანობისკენ  მოვუწოდებთ რათა მშვიდობიანად, ცივილიზებურად გავუშვათ "ქართული ოცნება" და ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან," - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

პარლამენტის მიმდებარედ აქცია დღეს, 20:00 საათზეც გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი