არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი მასშტაბური სქემა | მარნეულში ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ცოლ-ქმარმა გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-მდე პირი დაარეგისტრირეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცოლ-ქმარმა, ეკა აგლაძემ და გრიგოლ გაგნიძემ საარჩევნოდ შექმნილ გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაარეგისტრირეს, თითოეული მათგანი მმართველ პარტიასთან არის აფილირებული.

გამოგონილ ორგანიზაციაში რეგისტრირებულებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე ოფიციალური აკრედიტაცია მიანიჭა. ძირითად შემთხვევაში ეს ადამიანები სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული პირები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. აღნიშნული პირები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ორგანიზაციაში დასაქმებული ერთ-ერთი პირი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რამაზ კარახმაზლი, რომელიც მარნეულის ნომერ მე-7 უბანზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენელს გადაღების საშუალებას არ აძლევდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა სხვა დამკვირვებლების მიმართ.

საარჩევნოდ შექმნილი ორგანიზაციების წევრებმა არჩევნების დასრულება მარნეულის მერ, ზაურ დარგალთან ერთად რესტორანში აღნიშნეს.

გამოგონილი ორგანიზაციის დამფუძნებლები, ეკა აგლაძე და გრიგოლ გაგნიძე "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი