"ჩვენ გვაქვს მოქმედების ვალდებულება და ეს არის ქუჩის პროტესტი" | ოპოზიციის კონსულტაციები საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან დასრულდა. კონსულტაციების მთავარი თემა ორშაბათს დაგეგმილი აქცია მომდევნო დღეების დეტალები იყო:

"ჩვენ გვაქვს მოქმედების ვალდებულება. ეს მოქმედების ვალდებულება არის ქუჩის პროტესტი. ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა. ხალხში არის წარმოუდგენელი შემართება, მზაობა, სურვილი მოქმედების და ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი" განაცხადა შეხვედრის შემდეგ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 

ოპოზიციონერების თქმით, საზოგადოებისთვის სწორედ ორშაბათს გახდება ცნობილი, რა ფორმით გაგრძელდება ქუჩის აქციები. 

გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად 4 ნოემბერს, საღამოს 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე აქციები იწყება. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი