სასამართლოებში საარჩევნო დარღვევების განხილვა იწყება | საია გორში 69, ხოლო კასპში 26 სარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოებში საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მესამე სექტორის სარჩელების განხილვა იწყება. სადამკვირვებლო კოალიცია ასობით საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს, რადგან კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება რომ საარჩევნო პროცესის დროს  ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მოხდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მათი მოსყიდვა.   

ამ ეტაპზე  გორის რაიონული სასამართლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, საია სარჩელში გორში 69 უბნის ხოლო კასპში 26 სარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძე ფარულობის პრინციპის დარღვევას უარყოფს

"ჩემთვის არ დარღვეულა ფარულობის პრინციპი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, კანონმდებლობის შესაბამისად ბიულეტენი, რომელზეც საცდელი წრეა დატანილი უნდა ყოფილიყო ქვევით მოთავსებული და წესის შესაბამისად ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება ხმის მთვლელ აპარატში, დანარჩენი თუ ბიულეტენის მეორე მხარეს მელანი ჩანდა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვიღაცას გაეგო, რომელი პარტიისთვის იყო ხმა მიცემული," - განაცხადა ლევან ისაკაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი