დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაიმართება - აქცია სამი პროდასავლური გაერთიანების: "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა დააანონსეს. 

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ. 

პარალელურად, ევროპისა და აშშ-ის 8 ქალაქში მიტაცებული ხმების გასაპროტესტებლად ემიგრანტები შეიკრიბებიან. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ხმები მიიტაცა. ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოში რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი