ე.წ. "კარუსელები", დარღვევები მარკირების პროცედურისას, ჩამორთმეული ID ბარათები... | "ოცნების" გაყალბების მეთოდები საარჩევნო უბნებზე

გამოქვეყნდა:

"სტუდია მონიტორის" გადაღებული კადრებიდანაც ცხადია, რომ ერთი პირის მიერ არაერთხელ ხმის მიცემა სადავო აღარ არის. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენია ეს არაერთი - 5, 15, 25 თუ უფრო მეტი. ხმას აძლევდნენ როგორც სხვისი პირადობის მოწმობით, ასევე თავიანთ პასპორტში ჩაკუჭული სხვისი პირადი ნომრებითაც, რომელბიც უბნის შესასვლელშივე, ზოგგან მოურიდებლად რიგდებოდა

იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლებს, ერთის ნაცვლად 2-2 ბიულეტენს აძლევდნენ. და ისინი რას აკეთებდნენ? - ორივეს აფერადებდნენ.

იყო შემთხვევები, როცა ამომრჩეველს მარკირების გარეშე ეუბნებოდნენ, რომ მას ხმა უკვე მიცემული ჰქონდა.

ერთი პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემას შესაძლებელს ხდიდა ამომრჩევლის მხრიდან იმის შეუძლებლობა, დაკვირვებოდნენ, ვისი პირადი ნომერი შეჰყავდა რეგისტრატორს სინამდვილეში. რეგისტრატორების მაგიდები შეგნებულად კედელთან მჭიდროდ იყო მიდგმული. ხოლო იქ, სადაც დამკვირვებელი გაჭირვებით და ვიწროდ მაინც ახერხებდა მის უკან დადგომას, "ქართული ოცნების" კომისიის წევრები უარესად ავიწროვებდნენ.

კარუსელის ჯაჭვის კიდევ ერთი მთავარი რგოლი მარკირება იყო, რომელსაც კარუსელის მონაწილეებს არც უკეთებდნენ და არც უმოწმებდნენ. დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ მარკირების აპარატი, დამჯდარი ელემენტების გამო კვალს არ ავლენდა. და როცა ელემენტების გამოცვლა მოითხოვეს, ის სასწაულებრივად ამუშავდა.

არჩევნების ტოტალური დარღვევის უტყუარი საბუთია, არჩევნების ტოტალური გაუმჭვირვალობა. უკლებლივ ყველა ბიულეტენს მეორე მხრიდან ეტყობოდა მარკერის კვალი. ეს აშკარად თვალსაჩინო იყო, არამხოლოდ დათვლისას, არამედ იმ დროს, როცა ბიულეტენი სკანერში შედიოდა. ხმის მთვლელი აპარატის ზედამხედველებმა "ქართული ოცნებიდან" მკაფიოდ დაინახეს არამხოლოდ საცდელი წრის ლაქა, არამედ ვინ არ მისცა ხმა "ქართულ ოცნებას".

"ქართული ოცნების" კომისიის წევრები მოქალაქის არჩევანს არამხოლოდ უნებლიედ ხედავდნენ, როცა თავად ამომრჩეველი აცურებდა ბიულეტენს, ან მაშინ, როცა სკანერს ფურცლის მიღება უჭირდა და ჩარჩო კონვერტს ხსნიდნენ. არამედ ამოწმებდნენ შეგნებულადაც ერთი-ორი-სამჯერ ბიულეტენის გადაბრუნება-გადმობრუნებით.

ფარულობას არღვევდა "ქართული ოცნების" კამერაც ზედ ხმის მიცემის კაბინის თავზე.

შენიშვნების მიცემა ყოველთვის მშვიდობიანად არ მთავრდებოდა. მაგალითად, როცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირადად, არც მეტი არც ნაკლკები, პირდაპირ უბანზე აწარმოებდა ამომრჩევლების საკონტროლო აღრიცხვას.

რთული იყო, თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ ან დამკვირვებლებს, ან ამომრჩევლებს, როცა ხან ზედ უბანზე, ხან კი უბნის შორიახლო "ოცნების" აგრესიული ზონდერები ჩხუბს შეგნებულად ტეხდნენ და დანებს ატრიალებდნენ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი