სტატისტიკურად შეუძლებელი შედეგები და ეჭვქვეშ დამდგარი ხმების ვალიდურობა | არჩევნები, როგორც რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია საქართველოში

გამოქვეყნდა:

სიყალბის კიდევ ერთი კვალი, რომელსაც ხელისუფლება ვერ დამალავს. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები შეუძლებელია, ანუ მათემატიკური მოდელირებით ჩანს, რომ შედეგები მანიპულირებულია და "ქართული ოცნებისთვის" დაწერილი 53% ტყუილია.

პირველად ამის შესახებ განცხადება ამერიკული კომპანია HarrisX-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომლებმაც მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით ჩაატარეს ეგზიტპოლი. ჰარვარდის მკვლევარი და კომპანიის მთავარი სპეციალისტი პირდაპირ ამბობს, რომ შედეგი რაც გამოქვეყნებულია, სტატისტიკურად შეუძლებელია, და მიანიშნებს იმაზე, რომ უბნების მხოლოდ მესამედზე არსებული ვითარება ეჭვქვეშ აყენებს "ოცნების" მიერ მიღებული სულ მცირე 170 000 ხმის ვალიდურობას.

Post Factum-მა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად შეისწავლა.

მონაცემების დამუშავება აჩვენებს, რომ:

1. ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მასშტაბურ მანიპულაციას და კონკრეტულ უბნებზე ამომრჩევლის ანომალიურ ქცევას. ანუ, რეალურად საარჩევნო ყუთებში კარუსელის სქემით იყრებოდა ბიულეტენი. 

2. იგივე მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ არჩევნების დღეს იწყება კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიზანმიმართული შევიწროება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. მათემატიკური მოდელირება არჩევნების გაყალბების ირიბი მტკიცებულებაა. არჩევნების რუსული კუდის პირდაპირი მტკიცებულება კი თბილისში სანქცირებული რუსი პროპაგანდისტის, მალკევიჩის ვიზიტია. ეს არის ადამიანი, რომელიც ერეოდა ამერიკაში არჩევნებში, და ამის გამო არათუ სანქცირებულია, მის შესახებ ინფორმაციისთვის ამერიკას 10 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი