რუს ჰაკერებს ცესკოს სერვერებზე წვდომა წლების განმავლობაში ჰქონდათ - Bloomberg-ის საიდუმლო გამოძიება | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ცესკოს სერვერებზე წლების განმავლობაში რუს ჰაკერებს ჰქონდათ წვდომა. დღესაც აქვთ თუ არა ეს წვდომა - დასავლური გამოძიება, რომელიც საკითხს წლებს განმავლობაში სწავლობდა, არ ამბობს, რომ რუსებს ამგვარი ბერკეტები აღარ აქვთ. წლების განმავლობაში საქართველოს სამთავრობო უწყებები და ენერგოობიექტები რუსული ჰიბრიდული ოპერაციის სამიზნე იყვნენ. 

მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გადაქაჩულია გიგბაიტების მასალა. იმის მიუხედავად, რომ საუბარია უპრეცედენტო მასშტაბის კიბერ თვადასხმაზე საქართველოს საკვანძო ინსტიტუციებზე, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანარი რეაგირება, ყოველშემთხვევაში საჯაროდ გაცხადებული, არ ჰქონია. და ნაცვლად კიბერ უსაფრთხოების დაცვისა, იგივე უწყება საკუთარ ციფრულ შესაძლებლობლობებს მხოლოდ ოპონენტების ფარული მიყურადებისა და არჩევნების მანიპულაციისთვის იყენებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი