თბილისის საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა | ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიზე სოციალურ ქსელში წერს.

"ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით. 

სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი 2 მნიშვნელოვანი შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები; საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.

ჯერ-ჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამარატლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს." - წერს ქურდოვანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი