მოლდოვაში საარჩევნო უბნები დაიხურა

გამოქვეყნდა:

მოლდოვაში საარჩევნო უბნები დაიხურა - საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 687 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ აქტივობა, არჩევნების მეორე ტურზე, 54.14%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებოდნენ, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.

3 ნოემბრის არჩევნებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, 2218 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

იხილეთ ასევე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი