მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა | დათვლილია ხმების 99.50%

გამოქვეყნდა:

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ,ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161). მაია სანდუს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი დიასპორამ შეასრულა. მან საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე გაიმარჯვა, სადაც დიასპორამ ხმა მასობრივად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს მისცა. ეს სანდუს მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

"მოლდოვა დღეს შენ გაიმარჯვე. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიის და ღირსეული მომავლისადმი ერთგულების ძალა," - დაწერა სანდუმ X-ზე და მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

სანდუ მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ გზას და ევროკავშირში გაწევრიანებას. სტოიანოგლო სარგებლობს ოპოზიციური პრორუსული სოციალისტების პარტიის მხარდაჭერით. არჩევნებში აქტივობამ 54,3% შეადგინა.

არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს, მოლდოვის ხელისუფლებამ მოსკოვი კვლავ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევაში.

 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი