პარლამენტთან სცენის მონტაჟი დაიწყო. რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას მოისმენენ.

იქამდე კი, 5 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში პარლამენტის მიმართულებით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი