პროდასავლური ოპოზიცია სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართება - მსვლელობა ამ წუთებში მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
აქციის ორგანიზატორი სამი მსხვილი გაერთიანებაა - "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო". ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები და აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
"...ერთმანეთს ვენდობით, ერთმანეთს მივყვებით, ამ პროცესს არ ეყოლება ლიდერი გარდა ხალხისა. მაგრამ პოლიტიკოსები ვიქნებით ავანგარდში ბრძოლისა, იმიტომ რომ განსაკუთრებით გვაკისრია პასუხისმგებლობა უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება სხვა ადამიანებს.... საპროტესტო მოძრაობა არის დაწყებული და გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული... შევიკრიბებით ყოველ დღე", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადება სრულად:
"ეს იქნება მზარდი, მემგონი ახსნა აღარ სჭირდება იმას, ყველასთვის ნათელია, რასთან გვაქვს საქმე, ვართ მასიურ მიტაცებასთან, არამარტო ჩვენი ხმების, არამედ ჩვენი მომავლის და სახელმწიფოსი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მოქმედებს რუსების დავალებით და რუსული სპეცოპერაციის მეშვეობით... ვინც [გაყალბებაში] მონაწილეობა მიიღო, ან იცის რამე და ჩუმად არის, ის ღალატობს ქვეყანას... ჩვენ ყველა ხმას დავიცავთ", - ამბობს "ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის განცხადება სრულად:
"ეს არის ბრძოლა და შრომა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ გამარჯვება. ამისთვის აუცილებელია ასეთი, მაქსიმალური აქტიურობა ქუჩაში... ამ მასშტაბის გაყალბება საქართველოს არ უნახავს არასდროს... ერთიანობით გამარჯვებას დავიბრუნებთ",- ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავას განცხადება სრულად:
"წინააღმდეგობის პროტესტი განახლდა. ჩვენ, მთელი ერთი კვირის მანძილზე, მოვამზადეთ სისტემურად, გეგმაზომიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასადგმელი ნაბიჯები, რომლითაც საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ. გამარჯვება არის ჩვენი. მათ მიიტაცეს ჩვენი გამარჯვება. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენ უტყუარად დავადასტურეთ, რომ არჩევნები არის მიტაცებული..." - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძის განცხადება სრულად:
"...ხალხის გარეშე ეს პროცესი ვერ მივა ბოლომდე. ვფიქრობ, ეს პროცესი დაწყებულია, ხალხის მოლოდინების შესაბამისად იქნება გაცემული პასუხი ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ... ქუჩა ერთადერთი გამოსავალია... ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს", - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია.
ნანა მალაშხიას განცხადება სრულად:
ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი სწორედ საღამოს გახდება. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათიდან დაიწყება.