რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ამ დროისთვის პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრები იკრიბებიან. მოქალაქეები "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ამ წუთებში პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა - სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც ჩიტაძისა და 9 აპრილის, ისე ჭიჭინაძის ქუჩებზე. ისინი პარლამენტის შესასვლელებთან არიან გამაგრებული.
რუსთაველის გამზირისკენ მიემართება სამი პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მარშიც.
ფოტო: Mariam Kaulashvili-Southwell