გაყალბებული არჩევნები | ერთ-ერთი, ვინც "ოცნების" ქოლ-ცენტრების სქემაში მონაწილეობდა, პარტიის წევრი, ბენო გეგეჭკორია

გამოქვეყნდა:

საგანგებო არჩევნებისთვის შექმნილი ქოლცენტრები, რომლებსაც "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი ეჭირა. სწორედ ამ უკანონო ცენტრებში ხდებოდა ამომრჩევლებზე არალეგალურად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, რის შემდეგაც ოლიგაქრის ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა მოქალაქეებზე.

"შთამბეჭდავი არის ის ციფრები, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენ-ჩვენი პროგრამით. შთამბეჭდავი არის ის გამოხმაურებები, რომლებიც დილიდან და გუშწინ ღამე მივიღე ჩვენი ხელმძღვანელობისგან", - ეს სამადლობელი ხმოვანი შეტყობინება, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, ქოლცენტრების სქემაში მონაწილე პირებს არჩევნების დასრულების შემდეგ გაეგზავნათ. მასალის მიხედვით, ოლიგარქის გუნდი ქოლცენტრების მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია. 

"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ამ ხმოვანი შეტყობინების ავტორი ბენო გეგეჭკორია. "ქართული ოცნების" რეგიონული დეპარტამენტის საარჩევნო სამსახურის წევრი ერთ-ერთი იყო, ვინც საგანგებოდ მოწყობილ ქოლცენტრებს ხელმძღვანელობდა და იქ მყოფ პირებს მითითებებს აძლევდა. 

"ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ვიყავი, პატივცემულო. პროგრამა ემსახურებოდა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას, არჩევნებზე მათ მიყვანას", - "ქართული ოცნება" თავს იმით იმართლებს, რომ ამომრჩეველთა მობილიზება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა. თუმცა პირადი მონაცემები, რომლებზე წვდომაც მმართველ პარტიას ჰქონდა, მასშტაბურია. მსგავსი სახის ინფორმაცია მოქალაქეებზე საჯარო წყაროებში არ მოიპოვება. ამიტომ "ოცნების" მიერ დამუშავებული სიები კითხვებს აჩენს მონაცემების უკანონო დამუშავებასა და ამომრჩევლის კონტროლზე.

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი