"ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა" | მოსამართლე ხუჭუა

გამოქვეყნდა:

"სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა", - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, გაბათილდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ყველა ელექტრონული უბნის შედეგები.

"დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე.

რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.

სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები, არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, რომელიც დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას, ან მისმა ორგანიზაციამ, თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენაზე კანონით დადგენილი წესით", - განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი