როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა | კალაძისთვის ხუჭუას გადაწყვეტილება "გაუგებარია"

გამოქვეყნდა:

კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივს "გაუგებარს" უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო.

„მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა - არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

ცესკო ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი