"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება" | ლავროვის მხარდაჭერა "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი", - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსუპ პროპაგანდისტულ გამოცემას "რია ნოვოსტი".

„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება“, - განაცხადა მან საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი