ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდერ დე კრუ X-ზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
"ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან. საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერს ალექსანდერ დე კრუ.