ნაცვლიშვილი "უნიჭო ფალსიფიკაციას" უწოდებს, მდინარაძე კი გამორიცხავს "ივანიშვილის თანდასწრებით ამ ტერმინოლოგით" ლაპარაკს | გამოხმაურებები "მთავარის" მოპოვებულ ჩანაწერზე

გამოქვეყნდა:

ლაშა ნაცვლიშვილი "მთავარი არხის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" რამდენიმე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ლიდერს ესაუბრება, აბსურდს უწოდებს - "უნიჭო ფალსიფიკაციასა და აბსურდზე კომენტარს არ ვაკეთებ," - წერს ნაცვლიშვილი "მთავარისთვის" გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ მათ დეტალურად განიხილეს ჩანაწერი და წარმოუდგენელია, რომ ლაშა ნაცვლიშვილს ბიძინა ივანიშვილთან "მსგავსი ტერმინოლოგიით" ესაუბრა.

"გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ელემენტარულად ლაშა ნაცვლიშვილს და ირაკლი კობახიძეს ავტომანქანით ერთად ნამგზავრი არ აქვთ ცხოვრებაში, არასდროს. ვერც არჩილ თალაკვაძემ გაიხსნა მსგავსი ფაქტი, ვერც საუბარი, ვერც ავტომანქანით გადაადგილება და მითუმეტეს ლაშა ნაცვლიშვილის იმ ტერმინოლოგიით საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, იმხელა პატივისცემა და რიდი ჰქონდა და აქვს, მე როგორც ვიცი, დღესაც.

ბევრჯერ გვინახავს ჩვენ მათი საუბრები, უბრალოდ გამორიცხულია, აი წარმოუდგენელია, უკაცრავად გამოთქმისთვის და ღადაობაა, როგორც გუშინ ასე ვილაპარაკეთ, გავარჩიეთ ეს ამბავი რა ჩანაწერი დადესთქო, წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით ამ ტერმინოლოგიით ელაპარაკა ლაშა ნაცვლიშვილს," - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი