"ხვალ, ჩვენი თანამებრძოლის, გია ხარჩილავას გასვენებაა წალენჯიხაში და ვიქნებით იქ. ბრძოლა გრძელდება - პარალელურად, გეტყვით, რას ვაკეთებთ ზეგ", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობს და სააპელაციო სასამართლოსთან, აქციის მონაწილეებს მიმართავს.
მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და პროტესტი ყოველდღიურად უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მართვის სადავეებს ჩამოშორდეს.
"ჩვენი თანაბებრძოლის გასვენებაა წალენჯიხაში, გია ხარჩილავასი და ჩვვნ გვიწევს იქ ყოფნა, მიუხედავად ბრძოლისა, არ არის არანაირი მიზეზი რომ ჩვენ იქ არ ჩავიდეთ. ბრძოლა გრძელდება და პარალელურად გეტყვით, რას ვაკეთებთ ზეგ.
[..]
ჩვენ სხვა დინამიური პროცესი, პროტესტი უნდა ვაწარმოოთ ყოველდღიურად. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არ მინდა ამათი პარლამენტიო. და ეს პარლამენტი ვერ უნდა ფუნქციონირებდეს ქართველი ხალხის სახელით. ეს არის მიზანი, ამოცანა. ამას უნდა მივაღწიოთ. არ ვუყუროთ პროცესს ერთგვაროვნად, ყოველი დღე ერთმანეტისგან განსხვავებული იქნება. სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის შეხვედრები, შეკრებები გვექნება, მაგრამ მიზანი არის გაცხადებული - მიზანი ამ ხელისუფლების მართის სადავეებიდან ჩამოშორება..., - განაცხადა მელიამ.