არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება, ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და თბილისში მიმდინარე აქციები | ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება, ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები - ეს იყო პროევროპული ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხები. 

შეხვედრას 4 ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"პრეზიდენტი არის გომაგი, რომ ქართველი ხალხის პროევროპული ნება იყოს დაცული. რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებისა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელი ვითარების ფარგლებში ევროკავშირში... 

ძალიან გააქტიურდება მუშაობა ჩვენ მიმართ, განსაკუთრებით დიპომატიური კუთხით. ეს პარლამენტი რჩევა აუღიარებელი ამ ეტაპზე - ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით და საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ. 

"პრეზიდენტის ინიციატივებს ჩვენ არ ვიხილავდით, ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში. როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგემები გვაქვს, ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ცხადია, რომ ეს გეგმები არ შეცვლილა - ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურ გზებს, სასამართლოებს, მათ შორის საკონონსტიტუციო სასამართლოს, სავარაუდოდ, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციით და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა - ამას ჰქვია ქუჩა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩვენების აუცილებლად მოხდება. ყველას შევასხსენებ, რომ მეოთხე პუნქტი ჩვენი რეკომენდაციებისა ეხება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს... რამდენად იყო ეს არჩვენები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამაგრებთ. ახალი არჩევნები იქნება, ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. 

"ეს უფრო იყო ინფორმაციების ურთიერთგაცვლა, რა ვითარებაა და როგორ ხედავენ პოლიტიკური ძალები არსებულ მდგომარეობას... მან [სალომე ზურაბიშვილმა] საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ მას ჰქონდა მაღალი დონის კომუნიკაციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა.

დამოუკიდებლად ჩვენც ვიცით და სხვადასხვა პარტიებიც ამაზე მუშაობენ, რომ როგორი პრაქტიკა შეიძლება არსებობდეს. არის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კონტინენტებზე, სხვადასხვა ტიპის რეჟიმებში ჩატარებული საეჭვო არჩევნების გამოძიების, მონიტორინგის ასევე გადათვლის პრაქტიკა, ოღონდ საერთაშორისო აქტორების. ამას ვიკვლევთ ჩვენც, რომ გვქონდეს წარმოდგენა, რას ვთავაზობთ და რას ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან", - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

"ბუნებრივია, საუბარი იყო საერთშორისო გამოძიებაზე. იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს არის. პრეზიდენტმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს ივანიშვილის პროკურატასთან თანამშრომლობას. არაერთი სამთავრობო მედიის კითხვა მოვისმინე მეც, თუ ვითანამშრომლებდი პროკურატურასთან მოთხოვნის შემთხვევაში და ბუნებრივია ჩვენი პასუხიც არის უარი. იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ამ ტოტალური გაყალბების გამოძიება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში.

პრეზიდენტს ასევე აქვს ეს პოზიცია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება მისი მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ ის ამას ჩათვლის საჭიროდ.რადგან ის არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ასევე პრეზიდენტს ვესაუბრეთ იმ დარღევევების ანგარიშზე, რომელზეც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივად შეადგინა და რომლის გაგზავნასაც ვაპირებთ ევროსტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად საერთაშორისო პარტნიორებთან.

და კიდევ რამდენიმე კონკრეტული საკიუთხის განხილვა მოხდა, რაზეც გვექნება ერთობლივი გეგმები და ერთობლივი მოქმედება, პარტიების მხრიდან, რაშიც პრეზიდენტს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. არ მინდა ეს კონკრეტული საკითხები ასე განვიხილო, თუმცა ჩვენ შორის არის ძალიან ინტენსიური კოორდინაცია და კონსულტაცია. პრეზიდენტი ძალიან მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნის მომავალი არის გადასარჩენი და ის არ დაიშურებს ძალისხმევას, იმისთვის რომ ერთიანი ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქბეყნის ევროპული მომავალი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან პოზიციონირებისთვის", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

[მასალა ახლდება]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი