"საუბარი გვქონდა, რა ხდება ქვეყანაში - ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით" | ნიკა გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ახალი არჩევნები იქნება - ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით", - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საუბრობს. 

"პრეზიდენტის ინიციატივებს ჩვენ არ ვიხილავდით, ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ქვეყანაში. როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგემები გვაქვს, ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ცხადია, რომ ეს გეგმები არ შეცვლილა - ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურ გზებს, სასამართლოებს, მათ შორის საკონონსტიტუციო სასამართლოს, სავარაუდოდ, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციით და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა - ამას ჰქვია ქუჩა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩვენების აუცილებლად მოხდება. ყველას შევასხსენებ, რომ მეოთხე პუნქტი ჩვენი რეკომენდაციებისა ეხება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს... რამდენად იყო ეს არჩვენები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამაგრებთ. ახალი არჩევნები იქნება, ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით.

...არ გვისაუბრია იმაზე, პრეზიდენტს საპროტესტო მოძრაობა მოსწონს თუ არა. პრეზიდენტი არის კონსტიტუციური უფლებების გარანტი, მას ეს ვალდებულებაც აქვს, შესაბამისად, როდესაც ადამიანები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ, არ მგონია, რომ ეს პრეზიდენტს არ მოსწონდეს, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღესვე, ნიკა გვარამია გამოეხმაურა ევროკავშირის ქვეყნების დეპუტატების კრიტიკულ განცხადებას, რომელიც არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას, ივანიშვილის სანქცირებასა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას შეეხებოდა. 

"წავიკითხე ეს განცხადება, სამწუხაროა, რომ ეს ჩვენს ქვეყანას ეხება. სამწუხაროა იმიტომ რომ ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ. მაგრამ კანონზომიერია იმიტომ რომ ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა. ამიტომ, თუ გვინდა, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი, ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებები ჩვენი სახელმწიფოს ქმედებებთან, უნდა გვყავდეს ახალი მთავრობა - სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატავს ხელისუფლება, ვიდრე ასეთია ხელისუფლება, ევროკავშირი საკუთარ ოჯახში არ მიგვიღებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი