ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა 

გამოქვეყნდა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც ვაჟა სირაძის მამა, შოთა სირაძეა, ამ წუთებში გამოაცხადა. მათი თქმით, გადაწყდა, რომ "უცვლელად დარჩეს რაიონული და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები".

არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთ საქართველოს ყველა ოლქში, იქ სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, შედეგების ბათილობას მოითხოვდნენ. 

მანამდე, მესამე სექტორმა სასამართლოს სარჩელით 2 ნოემბერს მიმართა და ქუთაისში 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვა, თუმცა, 
ქუთაისის სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი