"მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი... [სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე] მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…" | ეკა გიგაური

გამოქვეყნდა:

"მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი... [სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე] მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…" - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დაადგინოს, იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა.

ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს, ცესკოს როგორც სურდა, ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას, რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა, ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს, რომ არაფერი გამოჩენილიყო.

შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს, მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. [სხდომის თავმჯდომარე] მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი….. მოკლედ ამბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა…. სავარუდოდ არაფერი… ვნახოთ…ვიდეო არ გადაგვაღებინეს, - წერს გიგაური.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი