ერთი წელი თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - “ქართული ოცნების” ხელისიფლება ამ დრომდე ვერ ამბობს, ვინ მოკლა აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელიც ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში სანთლების დასანთებად იყო მისული. გინტურები მიიჩნევენ, რომ პრორუსი ოლიგარქის მთავრობისთვის მაიორის მკვლელების დასჯაზე პრიორიტეტული ახლა საოკუპაციო რეჟიმთან ალიანსი და მათთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდაა.
ავტორები: გიორგი ახალკაცი, ნინი ჟიჟიაშვილი