"არანაირი გამოძიება არ არის დასრულებული. არაფერი არ ვიცით რა ხდება. მთავრობა არ გვყავს ისეთი, რომ გამოიძიოს. ყველაფრის დადგენა შეიძლება, მაგრამ გულთან არ მიაქვს ჩვენ მთავრობას. სახელებიც ვიცით, გვარებიც ვიცით, მაგრამ ამ ხალხის მომკითხავი არავინ არ არის" - ამბობს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური, მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ.
2023 წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალში, რუსმა ოკუპანტებმა ლომისის სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული თამაზი გინტური ჩაცხრილეს, მისი თანმხლები - ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 4 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
გინტურების ოჯახმა დამოუკიდებლად მოიპოვა ინფორმაცია სავარაუდო მკვლელებზე და ისინი ოკუპირებულ ცხინვალში ბაზირებული რუსი სამხედროები, ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.
შსს-ს მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა უშედეგოდ.