საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა

გამოქვეყნდა:

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მესამე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლიდან" აცხადებს, რომ იმ დარღვევების შემდეგ, რაც არჩევნების დროს დაფიქსირდა, ის შემაჯამებელ ოქმს ხელს ვერ მოაწერს. 

მაკა მინდიაშვილმა გათავისუფლებასთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით დღეს მიმართა. მან ასევე წარადგინა საკუთარი პოზიცია და არგუმენტები 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით, იყო მარკირების პრობლემაც, უბნებთან კი მობილიზებული იყვნენ "ოცნების" მიერ ორგანიზებული ჯგუფები.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების მიღების ვადა დღეს, 7 საათზე იწურება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი