ევროპის პოლიტიკური გაერთიანებების სამიტზე გარიყული კობახიძე | EU-ს ლიდერების კრიტიკული გზავნილები - "მთავარი არხი" ბუდაპეშტიდან

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანებების სამიტზე დღის ბოლოსაც ისეთივე გარიყული იყო როგორც სამიტის დასაწყისში. მართალია, ვიქტორ ორბანის ქვეყანაში საერთო სურათში ის პირველ რიგში მოხვდა, თუმცა მაინც განაპირას იდგა და ერთადერთი ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, საკუთარი პროტოკოლის წევრი იყო. პირველივე რიგში ცენტში იდგა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც კობახიძემ გახედა, თუმცა ერთმანეთთან მარტივი გადალაპარაკების მცდელობაც არ ყოფილა. ცოტა ხანში პირველ რიგში უკრაინის ლიდერთან შესახვედრად საგანგებოდ გამოემართა ბრიტანეთის პრემიერი და უხერხული დუმილიც და დისტანციაც სწორედ კირ სატრმერამა შეავსო. ფოტო სესიის დასრულების შემდეგ კი უკრაინის ლიდერმა ისე დატოვა პუშკაშ არენა, ირაკლი კობახიძისთვის აღარც კი გაუხედავს.

ვინ ვისი მეგობარია და რომელ პოლიტიკურ ბანაკშია, დღეს თავად სამიტის ოფიციალური სხდომის კადრებიც კარგად ასახავს. ირაკლი კობახიძე დარბაზში შესვლისას მხოლოდ ილია დარჩიაშვილს ესაუბრებოდა, მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრი დარბაზში პრორუს რობერტ ფიცოსთან გაამწესეს, მეორე გვერდით მას მალტის პრემიერი ეჯდა. სრულიად განსხვავებული კამპანია ერგოთ მაია სანდუს და ვოლოდიმირ ზელენსკის. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი