"ოცნებისთვის" საშუალო ზომის უბნებზე 30-მდე პირი მუშაობდა... შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებულ ფულზეა საუბარი?! | ლომჯარია

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნების" სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბნებზე 30-მდე პირი მუშაობდა... შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?! - წერს ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 "კაპიტანი" და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ გონგო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები - 4-5 კაცი, ხოლო გარე პერიმეტრზე საშუალოდ 10 -15 პირი იყო მობილიზებული. ამას დაამატეთ სხვისი პირადობის მონაცემებით  ხმის მიცემის სქემაში ჩართული უამრავი ადამიანი. მტკიცებულებებით დასტურდება, ასევე, სხვისი პირადობის მოწმობების ყიდვის ფაქტები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!" , - წერს ლომჯარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი