ქართული არჩევნები იყო ბევრად ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული | კობახიძე დასავლეთის მიერ არაღიარებულ არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

ქართული არჩევნები იყო ბევრად ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

„არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა. თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო, იგივე, მოლდოვა - პირდაპირ, გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც თქვენ ხედავდით - პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, თუ ვინ-ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები“, - თქვა კობახიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი