სულ კლებადი ვერ იქნება ყველაფერი, მაგრამ კრიმინალი მომატებული არ არის - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუმჯობესებულია და, ამასთან, უარყოფს ოპოზიციის წევრებზე წინასაარჩევნო ძალადობასა და დევნას. 

გომელაურმა ამის შესახებ კიბერუსაფრთოხების ფორუმზე მისვლისას ისაუბრა. მისი აზრით, წინასაარჩევნოდ ადრეც იდევნებოდნენ ოპოციზიონერები, თუმცა "პოლიცია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო". 

ერთ არჩევნებს ვერ დამისახელებთ, რომელშიც ჩართული არაა პოლიცია და დანაშაულს არ იძიებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ - ვიძიებთ დანაშაულს, ვსჯით დამნაშავეს. მერწმუნეთ, ახლაც, არჩევნებამდე, ყველა საქმეს მკაცრი რეაგირება მოჰყვება, - ამბობს გომელაური. 

გარდა ამისა, შსს მინისტრი ფიქრობს, რომ ილუზიას გაზრდილ კრინალთან დაკავშირებით მედიის მხრიდან ამბების არასწორი გაშუქება იწვევს. 

ჟურნალისტები ამბობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა. შედით საიტზე და ნახეთ, რამხელა სხვაობაა დანაშაულის რაოდენობებს შორის წინა წლებში და ახლა. სულ კლებადი ვერ იქნება ყველაფერი, მაგრამ ადრე ციხეებში იჯდა 25 000 ადამიანი, დღეს ზის 9000-მდე. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. მიუხედავად ოპონენტების წინასაარჩევნო მტკიცებისა, რომ თითქოსდა კრიმინალი მომატებულია, ეს რეალურად ასე არ არის, - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

კიბერუსაფრთოხების ფორუმს ესწრებიან საეთაშორისო პარტნიორებიც. "მთავარმა არხი" დაინტესერსდა, რას ფიქორბენ ისინი წინასაარჩევნოდ მომატებულ ძალადობის ფაქტებზე და რას აპირებენ საარჩევნო პროცესის მშვიდად ჩასატარებლად. 

შემაშფოთებელია ადამიანის დაშინება და ძალადობა. ეს აუცილებლად დააზიანებს საქართველოს არჩევნებს. კარგია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ყურადღებით დააკვირდებიან პროცესს. საელჩოს მხრიდანაც გვეყოლება არჩევნებზე ჩვენი ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ძალისხმევას არჩევნების გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩასატარებლად, - ამბობს კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ცნობისთვის, კიბერუსაფრთხოების ფორუმი პირველად ტარდება საქართველოში და მისი ორგანიზატორია ევროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი