ჩვენ ამომრჩეველთან განმარტოს თავისი პოზიცია და ბოდიში მოიხადოს - სამადაშვილი ჯაფარიძეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს და მოუწოდებს მათ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადოს. ამ თემაზე კომენტარი დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და თუ ბატონი ჯადარიძე ასევე ფიქრობს, რომ ეს პრინციპში იყო შეცდომა, ვფიქრობთ უპრიანი და მნიშვნელოვანი იქნება რომ მან თავად მიმართოს ჩვენ ამომრჩეველს, მხარდამჭერებს, განმარტოს თავისი პოზიცია და თუ გნებავთ ბოდიში მოიხადოს, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ჯაფარიძემ ენმ-ს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მათი პოზიცია მნიშვნელოვანია.

ზურა ჯაფარიძემ "TV პირველის" ეთერში რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის ხმები"

ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი [ნაციონალური მოძრაობის] ამომრჩევლების ხმები, ყოველთვის იცოდეთს ეს. ასეთი პოლიტიკოსი ვარ, - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

სალომე სამადაშვილის აზრით, ჯაფარიძე არჩევნებში გამარჯვების შანსს თავად ამცირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი