საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს | ესტონეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ამის შესახებ კრისტენ მიჰალმა ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა. აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში განვითარებული პროცესებია.

"გულწრფელად რომ ვთქვა, საქართველოში ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ ისიც , რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხზე დღეს ვიმსჯელებთ," - განაცხადა კრისტენ მიჰალმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი