როგორც პუტინი ვერ იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, ისე ვერ იპოვის მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში, ადგილს მათ შორის - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ - ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით ბუდაპეშტში:
"ჩვენ ვნახეთ როგორ გადასვეს ჩვენი პრემიერმინისტრი [სამარცხვინოა, რომ ასე მიწევს მისი მოხსენიება] , საფრანგეთის და გერმანიის უმაღლეს პირებს შორის რომ უნდა მჯდარიყო, ის კაცი როგორ გადასვეს ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გაყრილ ფიცოსთან. მოწვევაც იყო ასევე ევროპაში ყველას მიერ აღიარებული ავტორიტარის, ორბანის მიერ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს ვერ იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ის არის რუსეთის ნაწილი. როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვის მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში...
ზელენსკი ვერასოდეს ვერ იპოვის საერთო ენას კობახიძესთან, რომლის პარტიამაც უკრაინის ტრავმაზე და ტრაგედიაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო კამპანია და ბანერებზე გამოფინა. ეს ხალხი არის ისინი, ვისაც ხელს აღარ ართმევენ და არ შეიძლება ჩვენ, ევროპულ საქართველოს გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ არავინ აღარ ესალმება" ამბობს ნიკა გვარამია.
ოლიგარქის მთავრობის მეთაურს გუშინ, დიპლომატიურად მიუთითეს, რომ მისი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერების გვერდით არ არის. საქართველოს მთავრობის მეთაურთან კომუნიკაცია მხოლოდ მასპინძელ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანსა და სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს ჰქონდათ.