ზელენსკისა და EU-ს ლიდერების კრიტიკული გზავნილები და არჩევნების გამოძიების მოწოდება "ოცნების" ხელისუფლებას | "მთავარი არხი" ბუდაპეშტიდან

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძესთან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა და მადლიერება კიდევ ერთხელ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გამოხატა. უკრაინის ლიდერს საქართველოში რუსეთის მიერ მიტაცებული არჩევნების შედეგის შეფასება არ უცდია, მხოლოდ წუხილი გამითქვა, რომ 2 ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ახლა კრიზისია, თუმცა ხალხებს შორის ურთიერთობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე რომ პაუზა და ბარიერი ივანიშვილის მთავრობამ შექმნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის დიდი ხანია მკაფიო რეალობაა. სწორედ ამიტომ ბუდაპეშტში არაფორმალურ სამიტზე შეკრებილი ლიდერები "ოცნების" მიერ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას ითხოვენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი რომელსაც სულ მალე პორტუგალიელი დიეგო კოშტა შეცვლის, ერთადერთი ევროპელი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის ფოტო პრემიერმაც ატვირთა, თუმცა დამალა, რომ შარლ მიშელმა მისგან არჩევნებზე დარღვევების საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა. 

კიდევ უფრო მკაცრი იყო ლიეტუვის პრეზიდენტი. გიტანას ნაუსედამ ეჭვი გამოთქვა, რომ ქართული ინსტიტუტები საარჩევნო დანაშაულებს არ გამოიძიებენ, ეს კი კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზას. 

ევროპელებიდან კიდევ ერთი ლიდერი ვისაც ირაკლი კობახიძემ ხელი ჩამოართვა და სრულყოფილი კომუნიკაცია ჰქონდა სამიტის მასპინძელი და პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი იყო, რომელმაც გაყალბებული არჩევნები ოცნებას საგანგებოდ მიულოცა.  

საქართველოს საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 18 ნოემბერს იმსჯელებენ. ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება დეკემბრის ევროკავშირის სამიტზეც, მანამდე ევროპელი ლიდერები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და სხვა გადაწყვეტილებებს პერსონალური სანქციები დააწესონ, შეაჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია, საერთო პოზიციას კი მოგვიანებით ჩამოაყალიბებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი