
ახალციხეში, სოფელ წყრუთის მოსახლეობა წლებია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ ზაფხულში წყალი კიდევ უფრო იკლებს, რის გამოც გლეხები მოსავლის შენარჩუნებას ფაქტობრივად ვერ ახერხებენ.
სასმელი წყალი საერთოდ არ გვყოფნის, სარწყავ წყალზე ლაპარაკი ზედმეტია. სააკაშვილის დროიდან იყო გეგმა, აქ 8 წელია არაფერი გაკეთებულა, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიწერეა წყლის მომარაგებისა და გაზიფიცირების გეგმა, რომელიც შეჩერდა და აღარ განახლებულა.
შეგახსენებთ, რომ "დაავალე მიშას" კამპანია "ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღეა, დაიწყო. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბროს, რაც წლებია აწუხებს და ამის მოგვარება პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს დაავალონ.