გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქალაქშიც. "გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები! არა რუსულ რეჟიმს!" - ემიგრანტები დღეს აქციას ამ ლოზუნგით გამართავენ და ივანიშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბებასა და ხალხის ნების მიტაცებას გააპროტესტებენ.
"ვერთიანდებით იმ მიზნით, რომ ვიბრძოლოთ ისეთი საქართველოსთვის, რომელშიც გვინდა რომ დავბრუნდეთ," - აცხადებენ ემიგრანტები.
ემიგრანტები აქცია პერფორმანსებზე მოითხოვენ, რომ არ მიეცეს ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს და გადადგეს ცესკოს ადმინისტრაცია.