არჩევნების გაყალბების საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვის პროცესი გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გამომძიებლის კითხვებს მაგისტრი მოსამართლის ეკა კოლოლაშვილის თანდასწრებით უპასუხა. გამოკითხვის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
გამოკითხვიდან გამოსული ირაკლი კუპრაძის შეფასებით, პროკურატურა არ არის დაინტერესებული რეალური გამოძიებით. მისი თქმით, შეუძლებელია პოლიტიკოსს მოსთხოვო მტკიცებულებები, როცა მთელი უფლებამოსილება საგამოძიებო უწყების ხელშია.
"წარმოუდგენელია პოლიტიკოსებს სთხოვდე კონკრეტულ მტკიცებულებებს, მაშინ როცა მთელი უფლებამოსილება არის საგამოძიებო უწყების ხელში. კომუნიკაცია გამოკითხვაზე იყო საკმაოდ დაძაბული. პროკურატურა ითხოვს მტკიცებულებების წარმოდგენას, მაშინ როცა მტკიცებულებებთან წვდომის უფლებას ჩვენ არ გვაძლევს. წვდომის უფლებაში იგულისხმება ის, რომ მოგვაწოდოს ცესკომ შესაბამისი სიები." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე