"არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს" - თავისუფლების მოედანზე, ჯგუფი "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხანში, შეკრებლები მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებისკენ მსვლელობით გაემართებიან.
"დაიტოვეს" ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიები, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", შეუერთდნენ.