"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება თქვენი იდენტიფიცირება და აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით" | პოლიციის მაღალჩინოსანი აქციის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება თქვენი იდენტიფიცირება და აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით", - ასე მიმართავს პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი, ბარათაშვილის ხიდზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. 

"გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება არ არის რაოდენობიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თქვენი იდენტიფიცირება. აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდება 5 000 ლარით, აქციის მონაწილეები დაჯარიმდებიან 500 ლარით. ახლა თქვენ გინდათ მოუწოდეთ და დაგადაიყვანეთ ეს ხალხი გზის სავალი ნაწილიდან, თუ არა და ჩვენ ვიწყებთ ამ ხალხის იდენთიფიცირებას. აქ ჩვენ ვაფასებთ ვითარებას, პოლიციელები ვართ", - ამბობს მემანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მიიყვანეს ე.წ. დაკავების მანქანებიც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი