ქვეყნის ეკონომიკის იზოლაციაში მოქცევისა და რეზერვების ხარჯვის შედეგები | საქართველო კრიზისის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკურ სისტემას და დემოკრატიას, არამედ ეკონომიკასაც ღრმა კრიზისში ექაჩება. ევროინტეგრაციაზე უარი და საგარეო კურსის შეტრიალება კრემლისკენ, სულ უფრო მეტ ინვესტორს უბიძგებს, კაპიტალი გაიტანოს საქართველოდან. მით უმეტეს, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებები პირდაპირ უკავშირდება დიქტატურის დამყარებას. 

ავტოკრატიულ ქვეყნებში ფულს ბიზნესმენები არ დებენ, ასეთი გარემო მხოლოდ ოლიგარქებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. ფულის გასვლა და ინვესტიციების შეჩერება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ნიშნავს დღეს, ხვალ კი უკვე გაზრდილ ფასებს და შემცირებულ სამუშაო ადგილებს.

მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნების თვეს, ეროვნულმა ბანკმა 630 მლნ დოლარის რეზერვი გაყიდა. რეზერვი იმისთვისაა, რომ მაკროეკონომიკური პრობლემისას ეროვნულმა ბანკმა გამოიყენოს, მაგრამ რეზერვების ხარჯვის მაღალი ტემპი, ეროვნული ბანკის პოლიტიზებული გადაწყვეტილებები და იზოლაციაში მოქცეული ეკონომიკა ბუნდოვან პერსპექტივას ხაზავს იმისა, თუ რა კურსით ვითარდება ქვეყანა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი