არჩევნების მათემატიკურად შეუძლებელი შედეგები | იელის პროფესორის შეფასება ქართველი ხალხის მოპარულ ნებაზე

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის არჩევნები ვერ უძლებს ვერანაირ მათემატიკურ ტესტს, რომელიც ნებისმიერ საარჩევნო პროცესში შედეგების ვალიდურობის გადასამოწმებლად გამოიყენება. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბებულია და ციფრი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწერა, სხვადასხვა მანიპულაციის შედეგია. მეტიც, პრორუსი ოლიგარქის პარტიის რეალური მხარდაჭერა იმდენად შემცირებულია, რომ სისტემას დაჭირდა გაყალბებებისა და მანიპულაციის სხვადასხვა ფორმების ერთდროულად და ტოტალურად გამოყენება, რომ მათთვის სასურველ შედეგთან მიახლოებული ციფრი დაეწერათ. თუმცა, 60%-მდე, რაც ოლიგარქის პირდაპირი მითითება იყო მთელი პარტიული ვერტიკალისთვის, გაყალბებული შედეგი მაინც ვერ მივიდა. 

გერმანელი საჯარო პოლიტიკის პროფესორი, ჰანს გუტბორტი ევროპას უყვება თუ როგორ და რა მექანიზმებით გაყალბდა არჩევნები საქართველოში. პროფესორი სტატიას აქვეყნებს და მთელი რიგი ალოგიკური სტატისტიკური დარღვევების არგუმენტით, გადაჭრით ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური და მით უფრო, არ შეიძლება ევროპის მიერ იქნას აღქმული, როგორც ქართველი ხალხის ნების ამსახველი.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი