11 ნოემბერს, “დაიტოვეს” ორგანიზებით, აქცია ორ ლოკაციაზე - 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან 13:00 საათზე კი საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების წარმომადგენლებს ხვდება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის პარტნიორებს ამ ფორმით მიაწვდენენ საკუთარ ხმას.
საქალაქო სასამართლოში კი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღეს, ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქცია სამსაათიანი მსვლელობის შემდეგ, ევროპის მოედანზე, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. დემონსტრაცია საღამოს, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ გაგრძელდა.